04:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 09:32:48, 859 ნახვა

ეკონომიკა
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები კიევი-ქუთაისი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები კიევი-ქუთაისი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. დღეიდან მგზავრებს ქუთაისი-კიევის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეეძლებათ.

ავიაბილეთის საფასური ორი გზა 136 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო აეროპორტის ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეუძლიათ.

ავიარეისის დაწყებასთან დაკავშირებით, ხუთ ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების დირექტორი იური მიროშნიკოვი, ავიაკომპანიის პრეზიდენტი სერვისებისა და ლოჯისტიკის დარგში სერგეი ტელპიში და დირექტორი სერვისებისა და არაბაზირებული აეროპორტების დარგში ირინა კაბოლინა. სტუმრები შეხვდნენ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს ქეთევან ალექსიძეს.

მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის შორის საავიაციო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთობის გაღრმავების საკითხები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics