00:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 14:27:34, 616 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესპალატა ინიციატივით გამოდის, ვერეს ხეობაში პროექტი „მანჰეტენი“ განხორციელდეს

"საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ" და საქართველოს ბიზნესპალატამ ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ვერეს ხეობაში ახალი ინფრტასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. 

როგორც ბიზნესპალატის ხელმძღვანელი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, პროექტის განხორციელება დამბის აშენების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

"დამბა იქნება იმის გარანტი, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება თბილისში. პროექტი "მანჰეტენი" გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ. 

რაც შეეხება პროექტის მთავრობისთვის წარდგენის საკითხს, ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე მინისტრსთან აღნიშნული საკითხზე საუბარი უკვე იყო.

„ რამდენიმე მინისტრს უკვე ველაპარაკეთ. უახლოეს დღეებში მათგან ველოდებით პასუხს. მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია", - განაცხადა ჯგერენაიამ. 

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებას 1 400 000 000 დასჭირდება და ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან. 

"მოლაპარაკებები გაიმართა ბიზნესმენებთან. ისინი გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, რომ ჩაიდოს დიდი ფული ამ პროექტში. ვერეს ხეობის ადგილი არ არის უბედურება, ეს არის მომავლის ადგილი", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics