12:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 14:27:44, 841 ნახვა

სხვადასხვა
Biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი: სისტემას იმაზე რამოდენიმეჯერ მეტი ხალხი მოაწყდა, ვიდრე ვვარაუდობდით

Biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, სუპერთასზე დასასწრები ბილეთების შეძენისთვის განკუთვნილი ვებგვერდის - Biletebi.ge-ს გათიშვა სისტემის გადატვირთვამ გამოიწვია. მისივე განმარტებით, საიტს მოსალოდნელზე რამოდენიმეჯერ მეტმა მომხმარებელმა მიმართა.
 ჩხიკვიშვილი სიტუაციის გამოსწორებას საღამოსკენ ელოდება.
"მოხდა ძალიან დიდი დატვირთვა სისტემაზე, ბევრი ხალხი მოაწყდა, რასაც ვვარაუდობდით, იმაზე  რამოდენიმეჯერ მეტი, სისტემამ უბრალოდ ვერ გაუძლო.ამჟამად მიმდინარეობს სისტემის სერიოზული განახლება, ემატება აპარატურა, სერვერები, ვფიქრობთ, საღამოსკენ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს",-აღნიშნა  გიორგი ჩხიკვიშვილმა 
ცნობისთვის, 11 აგვისტოს, თბილისში, „დინამო არენაზე“ 22:45 საათზე უეფას სუპერ თასის შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics