14:02 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 14:27:20, 513 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური: ჩვენი მიზანია, დანაშაულს მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა პოლიციელების მაღალ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც გომელაურმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მათი მიზანია, დანაშაულს მხოლოდ  კანონიერი გზით ებრძოლონ.

"სწორედ ქუთაისიდან მინდა ვუთხრა ყველას,  ქართული პოლიცია თითოეული ჩვენთაგანისთვის უსაფრთხოების გარანტია. პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებას ვიცავთ.სწორედ ამიტომ, ვინც კანონს დაარვევს, და ჩაიდენს დანაშაულს, უმკაცრესად დაისჯება.  დღევანდელობის მონაპოვარია, რომ პოლიციელები თავის მოვალეობას მაღალი პროფესიონალური  სტანდარტებით ახორციელებენ. დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი  მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე მიმდინარეობს.ჩვენი მიზანია, მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics