|
2015-05-25 16:36:50, 558 ნახვა
ეკონომიკა
უსუფაშვილი კომიტეტებს მოუწოდებს, საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნის საკითხის განხილვებში ყველა დაინტერესებული პირი ჩართონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე კომიტეტებს, რომლებსაც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი განსახილველად გადაეცა, საკითხის განხილვებში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა სთხოვა. უსუფაშვილის თქმით, არანაირი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, მხოლოდ საკითხის განხილვა დაიწყო და შესაბამისად, ყველა მოსაზრების მოსმენა მნიშვნელოვანია. "საკმაოდ ინტერესი გამოიწვია ამ საკითხმა, გასაგებია მნიშვნელოვან თემას ეხება.ამიტომ, ყველა კომიტეტს, ვისაც ეს საკითხი განსახილველად გადაეცა, დამატებით მინდა ვთხოვო, რომ ყველა დაინტერესებული პირი ჩავრთოთ განხილვებში, მოვისმინოთ ყველა პოზიცია იმისათვის, რომ მივიღოთ სწორი და გამართული გადაწყვეტილებები.ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ ამ პროექტის განხილვა ჯერ არაფერი დაგვისრულებია, არ გადაგვიწყვეტია სწორედ იმიტომ, რომ გვინდა მოვისმინოთ ყველა მოსაზრებები",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. კანონპროექტის განსახილველად წამყვან კომიტეტად საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი, სავალდებულო დასკვნისთვის კი, დარგობრივი და ეკონომიკიური პოლიტიკის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასახელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)