13:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 11:20:57, 758 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა.

ნატოს შტაბ-ბინაში გენერალური შტაბის უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები გაიმართა.

ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს მე-8 სხდომაზე გენერალმა შეხვედრის მონაწილეებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა გააცნო. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველ შეხვედრასა და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის მე-6 სხდომას დაესწრო.

ბრიუსელში ვიზიტისას გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. იგი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს, ასევე, ორმხრივ ფორმატში უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებს შეხვდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს მისიებში დაღუპული სამხედროების პატივსაცემად გვირგვინის დადების ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics