15:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 17:35:57, 1037 ნახვა

სხვადასხვა
შს სამინისტრო ”სოლიდარობის ფონდში” დონაციის კუთხით პირველ ადგილზეა

სასტუმრო Radisson Blu iveria-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „სოლიდარობის ფონდში“ დონაციის კუთხით, 10 წამყვან უწყებაში პირველ ადგილზეა. შსს–ს თანამშრომლებმა ფონდში 43 150 ლარი გადარიცხეს. ფონდის შემაჯამებელ ანგარიშზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯილდო გადაეცა. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით შეხვედრაზე შეკრებილ სტუმრებს მადლობა გადაუხადა.

დღევანდელ შეხვედრაზე „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცა 24 საჯარო უწყებას - როგორც ცენტრალურ სამინისტროებს, ასევე ცალკეულ სამსახურებს, რწმუნებულის აპარატებს, მუნიციპალიტეტებს, ეროვნულ კომისიებსა და საბჭოებს, რომელთა თანამშრომლები სრული (100%) შემადგენლობით მონაწილეობენ სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში, ან ყოველთვიურად ყველაზე მოცულობით ან საშუალოდ ყველაზე მაღალ დონაციებს უზრუნველყოფენ.

ამოქმედებიდან დღემდე, სოლიდარობის ფონდის საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. ამასთანავე ფონდმა უკვე გააფორმა თანამშრომლობითი მემორანდუმები 14 კერძო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც მიკრო-ფილანტროპიის, ანუ მცირე ქველმოქმედების საშუალებით ფონდში ხდება რეგულარულად დონაციების მობილიზება. არსებული დახმარებით, ფონდში საერთო ჯამში 1,701,000 ლარის მობილიზება მოხდა და 1,198,000 ლარით დამტკიცდა 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, მათ შორის განსაკუთრებით ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics