20:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 16:54:18, 490 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექცია დაახლოებით ივნისიდან ამოქმედდება

შრომის ინსპექცია დაახლოებით ივნისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, გადამზადებას პირველ ეტაპზე 25 ადამიანი გაივლის, რომელიც სავარაუდოდ თვენახევარი გაგრძელდება. 

“გადამზადების ხანგრძლივობა დაახლოებით თვენახევარია. შესაბამიასდ, ივნისიდან მზად იქნებიან, ინსპექტირება დაიწყონ. ინსპექტირების ფორმატი სტანდარტული დოკუმენტია, რომელიც მოიცავს როგორც გარემოს უსაფრთხოებას, ასევე დამცავი საშუალებებით აღჭურვას. შეფასება საერთაშორისო სტანდარტის პროტოკოლით მოხდება”, - აღნიშნა სერგეენკომ. 

ცნობისთვის, პარლამენტში ჯანდაცვის საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატებმა დავით სერგეენკოს მოუსმინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics