22:04 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 20:25:11, 868 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს

19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა - მგზავრებს ქუთაისი-სტამბულის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისის გახსნა მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს  ხელსაყრელ ფასად იფრინონ არაერთი მიმართულებით. ავიაკომპანია პეგასუსი მომხმარებლებს სტამბულის საბია გოგჩენის აეროპორტიდან ავიარეისებს დაახლოებით 100 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.

ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 29.99 ევროდან იწყება. მათი შეძენა მსურველებს დღეიდან პეგასუსის ვებგვერდზე შეუძლიათ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics