2015-04-06 17:24:40, 643 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.2505 ლარი ეღირება
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ოფიციალური კურსით, ხვალიდან, 1 დოლარის ღირებულება 2.2505 ლარი იქნება. დღემდე მოქმედი კურსით კი, 1 დოლარის ღირებულება 2.2574 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0069 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ხვალიდან 1 ევროს ღირებულება 2.4722 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსი კი, 2.4576 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0146 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან