2015-03-26 17:31:38, 720 ნახვა
ეკონომიკა
კახი კალაძე: მოსახლეობას ტარიფის გაზრდა არ ემუქრება
"მოსახლეობას ტარიფის გაზრდა არ ემუქრება",-ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება კომერციულ სექტორს, კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რა ტარიფები იქნება კომერციულ სექტორში.
"გაზის ტარიფს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, თუ რა ტარიფები იქნება კომერციულ სექტორში. მოსახლეობას რაც შეეხება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არა ერთხელ გავაკეთეთ განმარტება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოსახლეობას ტარიფის გაზრდა არ ემუქრება",-განაცხადა კახი კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან