12:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 11:21:07, 1494 ნახვა

Lifestyle
გიორგი თავდგირიძე: თავმოყვარე მოქალაქე, სამხედრო დავალებაზე მიმავალ მტრის ქვედანაყოფს რატომ უნდა დასტიროდეს?

ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეების პოსტებს გამოეხმაურა.

„მესმის რომ მებრძოლი ერის შვილები, თუნდაც მტრის სიკვდილს კრძალვით ებყრობიან. მაგრამ არ მესმის ქვეყნის თავმოყვარე მოქალაქე, სამხედრო დავალებაზე მიმავალ ( თან ძალიან სამარცხვინო დავალებაზე) მტრის ქვედანაყოფს რატომ უნდა დასტიროდეს? მით უმეტეს როცა არც ომის იარაა მოშუშებული და არც მტრის მტრობა დასრულებული“, - წერს გიორგი თავდგირიძე.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.  Tu-154-ის ტიპის თვითმფრინავი სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, სადაც  წინასაახალწლო კონცერტი იყო დაგეგმილი.  მათ სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ. თვითმფრინავის ნამსხვრევები  სოჭში, შავი ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს.

თვითმფრინავში, სამხედროებთან ერთად,  ცნობილი ჟურნალისტები, გადამღები ჯგუფები, რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული ფონდის „სამართლიანი დახმარება“ ხელმძღვანელი,  გაეროს კეთილი ნების ელჩი ელიზაბეტა გლინკა, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრები იმყოფებოდნენ. საერთო ჯამში ბორტზე 83 მგზავრი და რვა ეკიპაჟის წევრი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics