08:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 09:45:29, 332 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიას თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს აკადემიას თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ვიზიტი მოსწავლეებისთვის აკადემიაში დანერგილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების გაცნობას და სასწავლო ბაზის დათვალიერებას ისახავდა მიზნად.

შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა მომზადების ფაკულტეტის მთავარმა ინსტრუქტორმა არჩილ ქავთარაძემ სტუმრებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. მან ყურადღება გაამახვილა უფროსკლასელებისთვის საინტერესო საკითხებზე, კერძოდ, პოლიციაში კადრების მიღების პროცედურებსა და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგიაზე. შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აკადემიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელიც წელს პირველად ხორციელდება. შსს-ს აკადემია სტუდენტებს საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელ 4 წლიან თანამედროვე სწავლებას, ხოლო სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში - 2 წლიან სწავლებას სთავაზობს. ორივე პროგრამას გამოცდილი და სამართლის სფეროში ცნობილი სპეციალისტები უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით უძღვებიან.

სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები.

მსგავსი ღონისძიებები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ტარდება და მათი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ამ გზით დანაშაულის პრევენცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics