07:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 10:42:20, 691 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოდან და აჭარიდან თბილისის მიმართულებით კოლონები დაიძრა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ  საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოდან და აჭარიდან კოლონები დაიძრა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, აჭარიდან  თბილისში აქციაში მონაწილეობის მისაღებად 2500 ადამიანი გამოემგზავრა.

ამასთან,ზუგდიდის ცენტრში აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები დილის 7 საათზე შეიკრიბნენ.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოდან ჩამომსვლელი მოქალაქეები სამ ნაწილად ტრანსფარანტებით და დროშებით  დაიყო.

სამეგრელოს კოლონას „ნაციონალური მოძრაობის წევრები  აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია და  ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაის მეუღლე ანი ნადარეიშვილი უძღვებიან. 

ცნობისთვის, 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics