|
2016-10-19 15:42:20, 655 ნახვა
სამხედრო
ნატოს წარმომადგენელი საქართველოში წარმატებული მისიისთვის დაჯილდოვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების პროექტის ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰანკინე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის მედლით დააჯილოვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ბელგიელ მრჩეველს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკ ვინსენტ ჰანკინეს როტაცია საქართველოში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას ბელგიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი კლოდ მოერმანი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ასევე 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. დაჯილდოების ცერემონია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)