02:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 12:00:55, 436 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში გერმანელი სპეციალისტები 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს უტარებენ

ბათუმის N1 პოლიკლინიკაში, გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს უტარებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში კონსულტაცია უკვე 10-ზე მეტ ბავშვს ჩაუტარდა. პაციენტების მიღება დღის ბოლომდე გაგრძელდება.

კონსულტაციაზე მიიღებიან მოზარდები შემდეგი დაავადებებით: მწვავე ოსტეომიელიტი, ძვლის კისტა, ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის კისტა (საღი გონებით), კიდურების ანომალია, ჰემანგიომა, ჰირშპრუნგის დაავადება, ორგანოების ატრეზიები- ოპერაციული ჩარევის შემდგომი გართულებები (სტომები), ჰიპოსპადია, ეპისპადია, დამწვრობები და მასთან დაკავშირებული გართულებები, სასის ღია ნაპრალი.

აქცია, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჯანმრთელი ბავშვები“-ს და ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „FRIEDENSDORF INTERNATIONAL“-ის (გერმანია) ინიციატივით იმართება, რომლის მიზანია სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მოძიება, აღრიცხვა და გერმანიაში უფასო მკურნალობისათვის გაგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics