03:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 17:30:52, 671 ნახვა

სამხედრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "კავკასია-2016"-ის წვრთნის ჩატარების დროს აშშ-საქართველოს სამხედრო სწავლება გავითვალისწინეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასშტაბური სამხედრო წვრთნის "კავკასია-2016"-ის დაგეგმვისა და ჩატარებისას გაითვალისწინა პარალელურად მიმდინარე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწვალება, - ამის შესახებ, "რია ნოვოსტი" რუსეთის გენშტაბის უფროსზე, გენერალ ვალერი გერასიმოვზე დაყრდნობით იუწყება. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ამერიკულ-ქართული სწავლება, რომელშიც 1500-მდე სამხედრო მონაწილეობდა. ჩვენ მათი მოქმედებები გავითვალისწინეთ", - აღნიშნა გერასიმოვმა.

მედია საშუალების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული წვრთნა "კავკასია-2016" 5-10 სექტემბერს სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე გაიმართა. სწავლებაში 120 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. მანევრები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარდა. 

გერასიმოვის თქმით, "კავკასია-2016" გეგმიური წვრთნა იყო და არ ყოფილა მიმართული უკრაინის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა Agile Spirit 2016 1-9 სექტემბერს ჩატარდა. სწავლებაში ექვსი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics