03:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 13:01:20, 383 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე: მერიაში თანამდებობაზე ანი მიროტაძის და კონკურსის გარეშე დაინიშნა

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიის ხელმძღვანელობას ნეპოტიზმში ადანაშაულებს.
როგორც აღნიშნული ფრაქციის წევრმა ირაკლი აბესაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის და,  თეა მიროტაძე დაინიშნა.
„ნეპოტიზმის კლასიკური შემთხვევაა, როდესაც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, ისე, რომ კონკურსი არ გაუვლია, დაინიშნა „ქართული ოცნების“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძის და“, – აღნიშნა აბესაძემ.
 გარდა ამისა, აბესაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჩახავა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
„ჩახავა, რომელიც ადმინისტრაციის უფროსი იყო და მისი გათავისუფლება მისი პირადი განცხადებიდან და მერიის განცხადებიდან გამომდინარე დაბრალდა ჩახავს ოჯახურ პირობებს,  ვხედავთ, რომ ის იქნა დაქვეითებული და ინიშნება, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ.  გაუგებარია, თუ კი იგი ვერ ასრულდებდა ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას, რატომ მოხდა მისი დანიშნვა თბილისის მერიაში  სხვა თანამდებობაზე, ანუ რა მოტივაციით იქნა ის გათავისუფლებული“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics