2016-09-01 18:28:05, 702 ნახვა
სხვადასხვა
ფლორიდაში ახალი რაკეტის SpaceX-ის გამოცდის დროს აფეთქება მოხდა
ფლორიდაში ახალი რაკეტის SpaceX-ის გამოცდის დროს აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ უცხოური მედია აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, რაკეტის გაშვება კანავერალის კონცხიდან 3 სექტემბერს იყო დაგეგმილი.
Associated Press-ის ცნობით, რაკეტის სისტემების შემოწმების დროს კოსმოდრომის მოედანზე აფეთქება მოხდა, რასაც კიდევ რამდენიმე აფეთქება მოჰყვა.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში კომოსდრომის ტერიტორიიდან ამომავალი კვამლი ჩანს.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, აფეთქების გამო ახლომდებარე შენობები ირყეოდა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან