11:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 12:08:47, 346 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლურ სტანდარტებს ვამკვიდრებთ

„საქართველოში ვამკვიდრებთ ინტელექტუალური  საკუთრების დაცვის  დასავლურ სტანდარტებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმებამდე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით,  საქართველოს პროგრამული ლიცენზიის სათანადო ლიცენზირება დიდ  სარგებელს მოუტანს.

„ინტელექტუალური საკუთრების  დაცვა რეალურად   მეტ შანს მისცემს  ადგილობრივ ბიზნესს, რომ გავიდეს მსოფლიო ბაზარზე რადგან, დღეს ბევრი ქვეყნისთვის ავტორიზაციის გარეშე, პროგრამული უზრუნველყოფის კოპირება  არასამართლიან კონკურენციასთან არის  გაიგივებული.  ამ კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების  ეკონომიკური  სეგმენტის განვითარებასთან ერთად,   რა თქმა უნდა ჩვენ  ველოდებით, რომ გაიზრდება  ზოგადად ეკონომიკური ინოვაციების  დამკვიდრების  ტემპი ქვეყანაში. ამასთან ერთად გაიზრდება  უცხოური ინვესტიციები  და შეიქმნება მაღალი  სამუშაო ადგილები.  შესაბამისად ეს წაახალისებს ჩვენს  მოქალაქეებს,  ახალგაზრდებს, რომელბიც არიან ამ სფეროში ჩართულები. მათ გაუჩნდევბათ სურვილი, რომ დაეუფლონ  საინფორმაციო ტექნოლოგიებს და გახდნენ  სამი დარგის სპეციალისტი“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან,  პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაწესდება რეგულაციები, რადგან არ მოხდეს ქვეყანაში ავტორიზაციის გარეშე პროგრამების  კოპირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics