14:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-22 00:32:46, 892 ნახვა

სამართალი
ადვოკატებს სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვისთვის, 6-ის ნაცვლად, 4 თვე ექნებათ

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 ოქმის პარლამენტში სარატიფიკაციოდ გაგზავნის საკითხი დაამტკიცა.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, ადვოკატებს სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვისთვის 4 თვის ნაცვლად, 6 თვე ექნებათ.

“თქვენ გახსოვთ, რომ ივნისში ხელი მოვაწერე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 ოქმს, დღეს მთავრობამ საგარეო საქმეთა და ჩვენი სამინისტროების ინიციატივით, დაამტკიცა ამ ოქმის პარლამენტში სარატიფიკაციოდ გაგზავნის საკითხი, და როდესაც მოხდება ამ ოქმის რატიფიკაცია, მე მსურს დღეიდანვე იცოდნენ ჩვენმა ადვოკატებმა, რომ როგორც კი ოქმი შევა ძალაში, მათ სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვისთვის, აღარ ექნებათ 6 თვე როგორც ეს დღეს არის და ექნებათ მხოლოდ 4 თვე. ამას ითვალისწინებს მე-15 ოქმი და ამისათვის იურისტთა საზოგადოებას მოუწევს, რომ მზადება დაიწყონ. ბევრმა წევრმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა, უკვე რატიფიცირებულიც აქვს და ჩვენ ვართ მომდევნო ქვეყანა, ვინც ხელმოწერილია, მაგრამ რატიფიკაციას იმედია მალევე მოახდენს”,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics