21:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 15:07:30, 1114 ნახვა

მსოფლიო
რუსი რედაქტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

მოსკოვში სამართალდამცველებმა რუსი რედაქტორის, ალექსანდრე რუბცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ Tass იუწყება.

მედიის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 3 სხვადასხვა მუხლით არის აღძრული. შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, რედაქტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დიმიტრი ლუდვიგია. 

როგორც მედია საშუალება წერს, ლუდვიგს ბრალდება მკვლელობის, ყაჩაღობის და ძარცვის მუხლით წაუყენეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო „ახალი ამბების ნაციონალური სამსახურის“ რედაქტორი, 35 წლის ალექსანდრე რუბცოვი მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის დედამ აღმოაჩინა, რომელიც შვილს სადღესასწაულო დღეებში ეწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics