12:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-27 13:40:44, 739 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების დელეგაციის მიწვევის შემდეგ, კონგრესმენმა ლუნამ რუსეთის დუმის დეპუტატებს უმასპინძლა

ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის შემდეგ, ამერიკელმა კონგრესმენმა ანა პულინა ლუნამ ვაშინგტონში რუსეთის სახელმწიფო დუმის სანქცირებულ დეპუტატებს უმასპინძლა.

რუსეთის დუმის სანქცირებულ დეპუტატებთან შეხვედრის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. კადრებში ჩანს, როგორ ათვალიერებინებს კონგრესმენი მათ კაპიტოლიუმის შენობას.

ქართული ოცნების პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. სამთავრობო მედია TV Imedi-მა დაწერა, რომ ქართული ოცნების დეპუტატები - ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა - "კონგრესმენი ანა პაულინა ლუნას მოწვევით" ვაშინგტონში 4-5 მარტს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებოდნენ, რომელსაც სახელად - "სუვერენული ერების ალიანსი" ჰქვია.

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა - რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დახმარების წინააღმდეგია და მხარს უჭერს რუსეთ-აშშ-ის შორის "სამშვიდობო-სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას". ის მუდამ უკრაინისთვის დახმარების გაწევის საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას - ამასთან, 2025 წლის ოქტომბერში კონგრესმენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს შეხვდა.

აშშ-ში ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, ფორმულას სახელმწიფო დეპარტამენტში უთხრეს, რომ “განიხილავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics