|
2026-02-19 21:01:02, 461 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ფასებზე: არ გამოვრიცხავთ ალტერნატიული ქსელების წახალისებას, კანონში ცვლილებებს
არ გამოვრიცხავთ ალტერნატიული ქსელების წახალისებას, კანონში ცვლილებებს - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ფასების შემსწავლელ კომისიაზე დასმული შეკითხვის პასუხად. "მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის რომ დადგინდეს თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს. ჩვენ შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე უკვე გადავალთ ქმედებებზე, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ასევე არ გამოვრიცხავთ ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის ალტერნატიული ქსელების წახალისება და ა.შ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ მოგვცემს შედეგს, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზე, ანუ ფასების გრძელვადიან პერიოდში რეგულირების უზრუნველყოფაზე." - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)