2026-01-14 10:46:56, 675 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციამ მოკავშირეებისგან ირანში პოტენციური სამიზნეების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია მოითხოვა
ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას სთხოვა, გაეზიარებინათ სადაზვერვო ინფორმაცია ირანში პოტენციური სამიზნეების შესახებ. ორმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, The Washington Post-ს განუცხადა.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამჟამად არ არსებობს არანაირი მინიშნება იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას აპირებს. უფრო სავარაუდო სცენარია იმ ორგანიზაციებისა და ძალების ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებსაც ვაშინგტონი პროტესტის მონაწილეთა მკვლელობაში პასუხისმგებელ პირებად მიიჩნევს და რეპრესიულ ქმედებებში არიან ჩართულნი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,