18:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-07 15:08:37, 771 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: ველით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ყველაზე რთულ საკითხებს განვიხილავთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა საფრანგეთში უკრაინის დელეგაციის მუშაობის შესახებ პირველადი ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია გაიმართება და უკრაინა ელის, რომ ყველაზე რთული საკითხების, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება.

„რუსტემ უმეროვმა უკვე წარადგინა პირველადი ანგარიში საფრანგეთში უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის მუშაობის შესახებ. გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია და ეს უკვე მესამე ასეთი სესია იქნება ორ დღეში. კერძოდ, ველით, რომ განხილული იქნება ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოდან ყველაზე რთული საკითხები - კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, დავავალე გუნდს, განიხილონ უკრაინას, სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებს შორის ლიდერების დონის შეხვედრების შესაძლო ფორმატები“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინა თავს არ არიდებს ყველაზე რთულ საკითხებს და არასდროს იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის.

„მშვიდობა ღირსეული უნდა იყოს. ეს კი პარტნიორებზეა დამოკიდებული - იმაზე, უზრუნველყოფენ თუ არა ისინი რუსეთის რეალურ მზადყოფნას ომის დასასრულებლად. დღის ბოლომდე ველოდები ჩვენი მომლაპარაკებელთა ჯგუფის დეტალურ ანგარიშს“, - წერს ზელენსკი.

მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრებზე უკრაინას წარმოადგენენ რუსტემ უმეროვი, ანდრეი გნატოვი, კირილო ბუდანოვი, სერგეი კისლიცა, დავიდ არახამია და ალექსანდრ ბევზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics