|
2025-08-27 09:51:10, 837 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი პუტინს „ეკონომიკური ომით“ ემუქრება, თუ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება ჩაიშლება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ „ძალიან სერიოზული“ ზომები მიიღოს, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს. „მე ეკონომიკაზე ვსაუბრობ, რადგან ჩვენ მსოფლიო ომს არ ვაპირებთ. ეს იქნება ეკონომიკური ომი და რთული. ეს შეიძლება ცუდი იყოს რუსეთისთვის“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის სხდომაზე. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება“ ბრძოლებში, ამიტომ მას სურს, რომ „ეს დასრულდეს“. ტრამპის თქმით, პუტინი მზადაა ომის დასასრულებლად. „მაგრამ ზოგჯერ ის მზადაა და [უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ] ზელენსკი არა. ეს ჰგავს იმას, თუ „ვინ არის მზად დღეს მაგიდასთან დაჯდეს?“ მე ორივე უნდა შევკრიბო“, - ხაზგასმით აღნიშნა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა. მან მოუწოდა „უფრო ფართო სურათისკენ“ და აღნიშნა, რომ ზელენსკი „მთლიანად უდანაშაულოც არ არის“. „ტანგოსთვის ორია საჭირო და მე მუდმივად ვამბობ, რომ [პუტინთან] ერთად უნდა შეკრიბო“, - თქვა ტრამპმა. ამავდროულად, მან აღიარა, რომ „სერიოზულმა“ ეკონომიკურმა ზომებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ რუსეთსა და მის სავაჭრო პარტნიორებზე, არამედ უკრაინაზეც. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვებზე, რომ პუტინს არ შეუძლია ზელენსკისთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, რადგან ის მას არალეგიტიმურად მიიჩნევს. „არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ. ყველა პოზირებს. ეს ყველაფერი სრული სისულელეა. ყველა პოზირებს“, - თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ დაემუქრა რუსეთს სანქციებით, თუ პუტინი უკრაინაში ომს არ დაასრულებს. ივლისის ბოლოს მან მოსკოვს ულტიმატუმი წაუყენა და პირობა დადო, რომ 50 დღეში სავაჭრო პარტნიორებისთვის ტარიფებს დააწესებდა, თუ სამშვიდობო შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული. შემდეგ მან ეს პერიოდი 12 დღემდე შეამცირა და 15 აგვისტოს პუტინს ალასკაში შეხვდა, რის შემდეგაც სანქციების შესახებ გადაწყვეტილება გადადო. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულებას შეიძლება კიდევ ექვსი თვე დასჭირდეს, მაგრამ რუსეთმა უკვე გააკეთა „მნიშვნელოვანი დათმობები“ ტრამპის ძალისხმევის წყალობით. კერძოდ, მისი თქმით, მოსკოვი, სავარაუდოდ, აღარ ცდილობს კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებზე თანხმდება.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)