15:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-04 10:46:18, 1946 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი ნინო დათაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობას აგრძელებს

სახალხო დამცველი N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობას აგრძელებს - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მისი მონახულების და შესაბამისი შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატს მიმართული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისთვის.

2025 წლის 2 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა კვლავ მოინახულა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი. შეხვედრისას ნინო დათაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ არსებით გავლენას ახდენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

საკითხის შესწავლის და შეფასების მიზნით სახალხო დამცველის აპარატს დამატებით უკვე გამოთხოვილი აქვს  ბრალდებულის  სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად, თუმცა ვინაიდან ეს მონაცემები  ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციას მიეკუთვნება აპარატის მიერ არ ხდება მისი გასაჯაროება.   - წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი  გააგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, ზედამხედველობის განხორციელებას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics