10:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 16:07:13, 657 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა ირანის ფორდოუს ბირთვულ ობიექტს დაარტყა

ისრაელმა თეირანის სამხრეთით მდებარე ირანის მიწისქვეშა „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტზე ახალი დარტყმა განახორციელა, - ინფორმაციას დასავლური მედია ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იუწყება.

„აგრესორმა კვლავ შეუტია „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტზე მისასვლელ გზებს დაარტყა.

თავდაცვის ძალების ცნობით, მათ დარტყმები „ურანის გამდიდრების ობიექტზე წვდომის შესაფერხებლად“ განახორციელეს.

შეგახსენებთ, „ფორდოუს“ ობიექტი ერთ-ერთია იმ სამ ბირთვულ ობიექტს შორის, რომლებზედაც შეერთებულმა შტატებმა საჰაერო დარტყმები განახორციელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics