13:23 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 18:16:03, 756 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახური - 108 000 კილოგრამი იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის პარტია განადგურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ მებაჟე ოფიცრებმა გერმანიიდან შემოტანილი 108 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს, ვეტერინარი სპეციალისტების მიერ საქონლის ტრანსპორტირებისას, გამოვლინდა მკაცრი ტემპერატურული კონტროლის დარღვევა, რამაც გამოიწვია ხორცპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილის ლღობა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვინაიდან, საქონელი შეიცავდა ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის სრული პარტია განადგურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics