00:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 16:58:45, 762 ნახვა

ეკონომიკა
გალტ & თაგარტის ჩართულობით, სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება

საქართველოს შემდეგ, გალტ & თაგარტი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამას სომხეთში ახორციელებს. გალტ & თაგარტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია Ameria Management Advisory-თან ერთად, სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის იმპლემენტატორია. ინიციატივა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან პარტნიორობით ხორციელდება.

პროგრამის მიზანია, კაპიტალის ბაზარზე კორპორატიული ემიტენტების აქტივობის ზრდის ხელშეწყობა, საჭირო ხარჯების თანადაფინანსებისა და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარების გზით.

პროექტის სტრატეგიულ მიზნებს შორისაა:

  • საგანმანათლებლო მექანიზმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
  • წამახალისებელი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შერჩეულ კომპანიებს კაპიტალის ბაზარზე წვდომაში დაეხმარება;
  • თანადაფინანსების მექანიზმის დანერგვა: შერჩეული კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება.

“გალტ & თაგარტისთვის საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რეგიონის მასშტაბით კაპიტალის ბაზრების განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მსგავსი ინიციატივა უკვე წარმატებით დავნერგეთ საქართველოში და მოხარული ვართ, რომ ამჯერად გამოცდილებას სომხეთის ბაზარს ვუზიარებთ. ეს პროგრამა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სომხური კომპანიებისთვის, რათა გაზარდონ  საჭირო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა. გვჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ სომხეთში კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის გაძლიერებაში, რაც საბოლოოდ ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს" - აცხადებს თამთა გორგაძე, გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics