13:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 19:24:23, 642 ნახვა

სამხედრო
ქართული არტილერიის 24 წლის იუბილე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმოდ აღინიშნა

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა. 24 წლის იუბილე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმოდ აღინიშნა.

არტილერისტებს პროფესიული დღე დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა. ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და დასავლეთ სარდლობის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

სპეციალურად არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე II საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე ოჯახის წევრებმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმაც მიულოცეს.

II საარტილერიო ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე მიწვეულ სტუმართთვის და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის „ღია კარის" დღე მოეწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics