19:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 09:56:05, 3254 ნახვა

კომენტარი
მამუკა ხაზარაძე - ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა!

ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა! - ჩემი მხარდაჭერა დოის! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამით ის გამოეხმაურა კულტურის სამინისტრომ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა! ჩემი მხარდაჭერა დოის!,“ - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics