11:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 09:45:18, 682 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს

6 მარტის საღამოს, რუსეთის არმიამ ოდესის ოლქზე დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგადაც დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დაშავდა ორი ადამიანი.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძვღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

"მტერმა კვლავ მიიტანა მასობრივი დრონული თავდასხმა ოდესის ოლქზე. ოდესის გარეუბანში სამი საცხოვრებელი კერძო სახლი იწვის, ასევე დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს დაზიანებების აღმოსაფხვრელად. ინფორმაციას დაშავებულთა შესახებ ვაზუსტებთ" - წერს კიპერი.

DTEK -ის (უკრაინული ენერგეტიკული კერძო კომპანია) ინფორმაციით, ეს უკვე მეხუთე ენერგოობიექტია, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაზიანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
3 თვეში საქართველოს 1 მილიონი ტურისტი ეწვია
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics