22:21 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 14:16:55, 438 ნახვა

რეგიონი
სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გეგელიძეებში, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ბადრი ნაკაშიძე ადგილზე გაეცნენ.

„სოფელ გეგელიძეებში, აშენდება ახალი თანამედროვე ტიპის კაპიტალური შენობა, რომელიც აღჭურვილი იქნება გაგრილება-გათბობის სისტემით, ასევე კეთილმოეწყობა გარე ფასადი ფერადი თუნუქის საიდინგის ფურცლებით და დამათბუნებელი ფილებით.

სამშენებლო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 133 157 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics