12:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 16:02:09, 1136 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტიდან დაბა ბაკურიანში, პირველ ინოვაციურ ბანაკში 13 ახალგაზრდა გაემგზავრა

დღეს კასპის მუნიციპალიტეტიდან დაბა ბაკურიანში, პირველ ინოვაციურ ბანაკში 13 ახალგაზრდა გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბანაკის მონაწილეები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ გააცილეს.

"ბანაკში ყოფნისას მონაწილეები გაივლიან მნიშვნელოვან საკითხებს ტექნოლოგიებში. გაიმართება შეხვედრები ტექნოლოგიურ სტარტაპებთან.

ბანაკი ორგანიზებულია კასპის ტექნოპარკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფონდის მიერ.

პროექტი თანადაფინანსებულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ახალგაზრდები სამოტივაციო წერილის კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ", - ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics