17:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 20:12:51, 34889 ნახვა

ევროპის ამბები
ლევან ხაბეიშვილი - სრული სისულელეა რაიმე თანამდებობებზე მსჯელობაც კი, მითუმეტეს პრემიერ მინსიტრობის კანდიდატურაზე ყველა ასეთი თემა არის სპეკულაცია და ტყუილი

„სრული სისულელეა რაიმე თანამდებობებზე მსჯელობაც კი. ასეთი სისულელე თავში აზრად არ მოუვა არავის ამ პირობებში, რომ თურმე რაღაც გარკვეულ თანამდებობაზე იყოს საუბარი. სრული სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი, რომ დღეს ვინმემ დაიწყოს პრემიერ მინისტრობაზე საუბარი, ან კანდიდატზე ან მსგავს რამეებზე და რატომ?! ჩვენს ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - გაგვარუსებენ ბოლომდე თუ ვერ შეძლებენ, ამიტომ ყველა ასეთი თემა არის მოგონილი, ყურით მოტანილი, ჭორი და ტყუილი. ამაზე მსჯელობა არც ყოფილა, დღეს ვინმემ რაიმე თანამდებობაზე და კანდიდატებზე ისაუბროს, როცა რუსული პარტია ქვეყნის გარუსებას აპირებს, სიგიჟეა და ტყუილია, რომ რამე მსჯელობა არსებობს. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თქვა, რომ არის მხოლოდ თანამშრომლობა და არავის უხსენებია პრემიერ მინისტრობის კანდიდატი და დანარჩენი მხოლოდ არის სპეკულაციები, ტყუილი. რაც შეეხება თანამშრომლობას და კონსულტაციას, ცხადია ეს დაწყებული გვაქვს, ვსაუბრობთ, გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს და ეს კონსულტაციები არ ეხება თანამდებობებს, ეს ეხება საერთო სტრატეგიას ოპოზიციურ ველზე, გეგმების და მიზნების განსაზღვრას და თანამშრომლობას. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, რომელიც ეხება რუსი ოლიგარქის დამარცხების გეგმებს და სტრატეგიას და არა, არავითარ შემთხვევაში რაიმე თანამდებობებს. "ნაციონალური მოძრაობა" ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთი აგურის დადება შეუძლია და ამ ბრძოლაში პარტიის პლატფორმის გამოყენებას ვთავაზობთ ყველას, ვისაც თავი წარმოუდგენია პროქართველ, პროევროპელ, პროდასავლელ პოლიტიკოსად. ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან სათანამშრომლოდ.  - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძის პრემიერ მინისტრობის  შესაძლო კანდიდატურაზე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics