|
2023-06-30 09:55:46, 1997 ნახვა
სპეციალური ანონსი
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი დღეს, 30 ივნისს ვიზიტით ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ასევე შეხვდება მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. "დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან. ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს",- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)