12:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 16:32:37, 1134 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - "ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და კომპიუტერები საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ედუარდ გოგრაჭაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. 

"კომპიუტერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 19-მა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო. 

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება",- ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics