23:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 01:30:02, 2264 ნახვა

სხვადასხვა
კიევში ქუჩას რუსეთის იმპერიის გენერლის ბაგრატიონის სახელი გადაერქმევა და მოკლული ჟურნალისტის სახელი ეწოდება

კიევის ქუჩას რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალის პეტრე ბაგრატიონის სახელი გადაერქვა და რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ფოტოგრაფის მაქსიმ ლევინს სახელი დაერქვა.
ამის შესახებ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კიევში კიდევ 40 ქუჩას სახელი გადაერქვა, რომელთა სახელები რუსეთს ან სსრკ-ს უკავშირდებოდა.

ქუჩების ახალი სახელები ქალაქის მცხოვრებლებმა შეარჩიეს. კერძოდ, მათ შეცვალეს ქუჩების სახელები: ნეკრასოვსკაია, პუშკინსკაია, ამურსკაია და ასტრახანსკაია.

ცნობილი უკრაინელი ფოტოჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაქიმ ლევინი ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მოკლეს. დანაშაული 2022 წლის 13 მარტს მოხდა. ფოტოჟურნალისტის ცხედარი ვიშგოროდის რაიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიაში იპოვეს.

პეტრე ბაგრატიონი იყო რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო. ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში, სადაც რუსმა იმპერალისტებმა მრავალი ათასი კავკასიელი გაანადგურეს. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონელი ხალხის ხოცვა ჟლეტვაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics