22:07 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 10:22:31, 1740 ნახვა

სამხედრო
ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას - ჯუანშერ ბურჭულაძე

“ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას” - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყებამ კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

„ზოგადად, ეს გახლავთ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ამაზე სამსახურები მუშაობენ. საზოგადოებას რომ ჰქონდეს შეგრძნება, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც, პირობითად კი ჰქვია საზღვრების გარეშე, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის საზღვრები, ის ინფორმაცია და ის რისკები, რაც შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს ელექტრონულად. ამის უზრუნველყოფასაც ახდენს სახელმწიფო, რომ მან არ დააზიანოს, თუნდაც ნებისმიერი ინდივიდუალური ადამიანი”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა იგეგმება. “განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე წელია კიბერუსაფრთხოების სარდლობა არსებობს, მათ შორის ჩვენც სტრატეგიის ნაწილად გვაქვს კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა, რასაც შევქმნით და ყველა ის რისკი და ასპექტი რაც თეორიულად შეიძლება იყოს, ჩვენ გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან და იქნება გათვალისწინებული ჩვენს ახალ სარდლობაში. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ შედეგზე გავალთ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებული ყველა ეს მიმართულება ერთი სარდლობის ქვეშ მოექცეს რომელსაც, მენეჯმენტს გაუწევს თავდაცვის ძალები”, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics