11:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 10:57:39, 1023 ნახვა

სამხედრო
კიბერუსაფრთხოების ბიუროს მუშაობას თავდაცვის ატაშეები გაეცნენ

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ. ვიზიტი ყოველწლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესისა და სამომავლო გეგმების გაცნობას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, უცხოელ დიპლომატებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ უმასპინძლა. მან თავდაცვის ატაშეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბიუროს მიზნების, ამოცანების, მიღწევებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. სტუმრები კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმებსაც გაეცნენ. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის ვიზიტები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics