23:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 23:46:54, 1308 ნახვა

სამხედრო
რუსეთი გეგმავს სომხეთის რუსული ბაზიდან ცალკეული ნაწილების უკრაინასთან ომში გადაყვანას

რუსეთის ფედერაცია გეგმავს სომხეთის რუსული ბაზიდან ცალკეული ნაწილების გადაყვანას უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 18:00 საათისთვის სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ოპერატიული ინფორმაციაშია ნათქვამი.
„საომარი მოქმედებებში მონაწილე ცალკეული ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის მცდელობების გაგრძელებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობა გეგმავს უკრაინის ტერიტორიაზე გადაიტანოს რამდენიმე ქვედანაყოფი სომხეთის 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან“, - ნათქვამია ანგარიშში.
ცალკე ნათქვამია, რომ დადასტურებულია ცალკეული რუსი სამხედროების საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის ფაქტები, რაც განპირობებულია უკრაინის თავდაცვის ძალებთან შეტაკების შემდეგ რუსი ოკუპანტების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაბალი დონით.
„ამგვარად, სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმიის მე-20 მოტორიზებული დივიზიის მუდმივი განლაგების პუნქტში 130-მდე რუსმა სამხედრომ უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, გახშირდა თვითმკვლელობების და თვითდასახიჩრების შემთხვევები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics