23:04 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-12 18:18:38, 1343 ნახვა

სამხედრო
ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 51 წელი შეუსრულდებოდა. დღეს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედროებმა, ოჯახის წევრებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ.

სამხედრო მფრინავი აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წელის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics