12:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 17:03:34, 869 ნახვა

სამართალი
გურჯაანის რაიონული სასამართლო პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

გურჯაანის რაიონული სასამართლო  სასამართლო შენობაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მათი ინფორმაციით, პატიმარი პროცესის დასრულების შემდეგ, არა სასამართლო დარბაზიდან, არამედ პატიმართა დროებითი მოთავსების  საკნიდან გაიქცა. 

"2015 წლის 2თებერვალს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მიტო ხინაშვილი განიხილავდა ბრალდებულ დიმიტრი ხაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების  საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი ხაჩიაშვილს  შეეფარდა პატიმრობა.

პროცესის დასრულების შემდეგ, პოლიციის მიერ პატიმარი ჩაყვანილ იქნა სასამართლო შენობაში პატიმართა დროებითი მოთავსების საკანში. კანონის შესაბამისად,  ის იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. სწორედ ამ საკნიდან მოახერხა პატიმარმა  დიმიტრი ხაჩიაშვილმა  გაქცევა.

სასამართლო მოუწოდებს ყველას, რომ დაუზუსტებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ, რათა არ მოხდეს საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება და  სასამართლოს  დისკრედიტაცია",-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics