21:00 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 23:28:50, 968 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: კიდევ ერთხელ, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე

„ალიან მძიმე ფაქტი იყო, ძალიან ცუდია, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სტუმრობისას, ტელეკომპანია "ტვ1"-ის გარდაცვლილი ოპერატორის - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე.

„პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო ამ ეთერით და კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე. ძალიან მძიმე ფაქტი იყო, ძალიან ცუდია, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს. რაც შეეხება კითხვებს - ჩვენც ზუსტად მანდ ვართ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა. ჩვენც ​იგივეს მოვითხოვთ და იგივეს ვაკეთებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზუსტად, გამოძიებიდან გამომდინარე, რომ არავინ დარჩეს დაუსჯელი, ვინც იძალადა ჟურნალისტებზე. ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ჩვენც და ჩვენი გუნდიც, ამ მიმართულებით მივდივართ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics