20:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 22:11:15, 853 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - „ლამბდა“ შტამი სულ ახალია, ჯერჯერობით ვაქცინა ცნობილი არ არის

„ლამბდა“ შტამი სულ ახალია, ჯერჯერობით ვაქცინა ცნობილი არ არის“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი შტამი ჯერ მხოლოდ პერუაშია გავრცელებული.

„ლამბდა სულ ახალია, ჯერჯერობით ვაქცინა ცნობილი არ არის. საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ პერუშია, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან არ გავრცელებულა. ამიტომ, ჯერ მასზე ცნობები არ არის. ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია, საბედნიეროდ, ჩვენ არ გამოგვიცდია. ინდური შტამი რამდენად საშიშია ვხედავთ, ძალიან სწრაფად ვრცელდება.

ეპდვითარება გაუარესებულია, უკვე 2 000 შემთხვევას გადავაჭარბეთ, ბავშვები ავადდებიან, ორი ჩვილი გარდაიცვალა. ბავშვთა ასაკის ამდენი საწოლი არასდროს ყოფილა დაკავებული. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ლამის ორჯერ გაიზარდა.

კორონავირუსით სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ არაპროპორციულად, ანუ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი რჩება. ასე რომ, ინდური შტამი ცუდი, აგრესიული გამოდგა, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების ზრდა არ გამოუწვევია. რა თქმა უნდა, ინდური შტამი დომინანტური გახდება. სადაც ინდურმა შტამმა ფეხი შედგა, ყველგან დომინანტური გახდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ლამბდა შტამზე ამბობენ, რომ მას განსხვავებული თვისებები აქვს და რიგ შემთხვევებში, რთულად მიმდინარეობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics