02:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 23:34:05, 1107 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია 5 ივლისზე - ეს პროპაგანდა მოდის საპატრიარქოსგანაც და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ

„ეს პროპაგანდა მოდის საპატრიარქოსგანაც და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაორგანიზებული ჯგუფები ძალადობენ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, უმცირესობის ჯგუფებზე.

„ცნობილია გამოთქმაა, დაცულია თუ არა, დახურულ კინოთეატრში რომ იყვირებ, ხანძარიაო და ხალხი ერთმანეთს გადათელავს.

ეგ არის, რასაც შვებიან ეს ჯგუფები. თუ შენ იძახი, რომ ხანძარია და იღუპება ქვეყანა, სამშობლოს გვართმევენ, მერე გამოდის ეს ხალხი და ცხრა ძმა ხერხეულიძეო და მაგალითები მოჰყავს ხალხის, რომელიც შეაკვდა მტერს, რომელიც იარაღით მოდიოდა ძალადობით და ასი ათასი მოწამის მაგალითი მოჰყავს, ხალხი, რომელიც შეეწირა, რომ მათზე ძალადობდნენ ფიზიკურად და ამ დროშით ძალადობენ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, უმცირესობის ჯგუფებზე და ჩვენ დავიცავთ სამშობლოსო.

ეს პროპაგანდა მნიშვნელოვანწილად მოდის საპატრიარქოსგანაც და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics