18:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 20:42:36, 674 ნახვა

კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან ფრთხილი მიდგომა გახსნებთან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რეგულაციის შემსუბუქების შემთხვევაში

„ტურიზმის აღდგენასა და გაძლიერებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს მდგრადი, სტაბილური და აღარ იყოს რყევები, რომლებზეც ძალიან სენსიტიურად რეაგირებს ტურიზმის ინდუსტრია, რადგან ეს პირდაპირ აისახება ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე, შემოსავლებზე და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან ფრთხილი მიდგომა გახსნებთან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რეგულაციის შემსუბუქების შემთხვევაში," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ რეგულაციების მნიშვნელობას, რომლებიც, მთავრობის აქტიური ძალისხმევით, დაინერგა და ეფექტურია უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

„ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა და ვიცოდით, რომ დადგებოდა პერიოდი, როგორც დღეს არის, როცა მოგვიწევდა ვირუსთან თანაცხოვრება, ჯანდაცვის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან ერთად შევქმენით კოვიდ-რეგულაციები სასტუმროებისთვის, გიდებისთვის, ტრანსპორტისთვის და ა.შ., რაც, პირველ რიგში, გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად ვიცოდეთ, რა რეგულაციების აღსრულებით შევინარჩუნებთ უსაფრთხოების იმ ნორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანისთვის და ასევე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
კუპრაძე - არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზაა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics