00:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 17:44:44, 522 ნახვა

სამართალი
თინა ხიდაშელმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ყურბან ბაირამი მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მარნეულის საავიაციო ბაზაზე აზერბაიჯანელ სამხედროებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მინისტრი ჯარისკაცებს გაესაუბრა, ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და დღესასწაულთან დაკავშირებით ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს დღევანდელი დღე. ჯარში ბევრი აზერბაიჯანელი საქართველოს მოაქალაქე გვყავს. მარნეულის საავიაციო ბაზაზე კი ყველაზე მეტნი არიან. დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთან გასაუბრება. ჩემი აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი ხიბლი არის, სწორედ, მრავალფეროვნებაში, 
მულტირელიგიურობაში, მეგობრობაში, თანაცხოვრობის აბსოლუტურად იდეალურ მაგალითებში, რომელსაც ყოველდღიურად ქმნის ქართველი ხალხი, ქმნის სამხედრო ნაწილებში, სოფლებში, ზოგადად, სამოქალაქო ცხოვრებაში. შეიარაღებული ძალების ეს კონკრეტული ნაწილიც ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მარნეულის საავიაციო ბაზაზე აზერბაიჯანელ სამხედროებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მინისტრი ჯარისკაცებს გაესაუბრა, ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და დღესასწაულთან დაკავშირებით ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს დღევანდელი დღე. ჯარში ბევრი აზერბაიჯანელი საქართველოს მოაქალაქე გვყავს. მარნეულის საავიაციო ბაზაზე კი ყველაზე მეტნი არიან. დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთან გასაუბრება. ჩემი აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი ხიბლი არის, სწორედ, მრავალფეროვნებაში, მულტირელიგიურობაში, მეგობრობაში, თანაცხოვრობის აბსოლუტურად იდეალურ მაგალითებში, რომელსაც ყოველდღიურად ქმნის ქართველი ხალხი, ქმნის სამხედრო ნაწილებში, სოფლებში, ზოგადად, სამოქალაქო ცხოვრებაში. შეიარაღებული ძალების ეს კონკრეტული ნაწილიც ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics